20 სექტემბერი 2020,   07:31
ვრცლად
სასწავლო პროცესი საჯარო სკოლებში შესაძლოა რამდენი ცვლად დაიყოს - განათლების მინისტრის მოადგილე 

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე ეკატერინე დგებუაძის განცხადებით, დღეს გამოქვეყნებული სკოლის რეგულაციების შემუშავების საკითხში სხვადასხვა უწყება იყო ჩართული და ამასთან, გაზიარებული იყო საერთაშორისო გამოცდილებებიც.

"სკოლის რეგულაციის შემუშავების პროცესში სხვადასხვა უწყება იყო ჩართული, რომელსაც 2 თვის განმავლობაში ვამუშავებთ. რეგულაციები დაეყრდნო იმ საერთაშორისო გამოცდილებებს და ჯანმოს საბოლოო რეკომენდაციებს, სადაც ასახულია რომ 1 მეტრის რადიუსი ეს არის სავალდებულო პერიმეტრი. ასევე გათვალისწინებული იყო "იუნესკოსა" და "იუნისეფის" ადგილობრივი ოფისის რეკომენდაცია, განვიხილეთ ის ინფრასტრუქტურა, რომელიც ჩვენთან არსებობს და სწორედ ამის შემდეგ შევჯერდით საბოლოო რეკომენდაციებზე,"- აცხადებს ეკატერინე დგებუაძე. 

ეკატერინე დგებუაძეს შეკითხვაზე თუ როგორ მოხერხდება იმ საკლასო ოთახებში 1 მეტრიანი დისტანციის დაცვა, სადაც 30 ან მეტი მოსწავლე სწავლობს, განაცხადა, რომ არსებული რეგულაციებით განსაზღვრულია, რომ შესაძლოა იყოს დადგენილი ცვლილებები მოსწავლეებისთვის. 

"არსებული რეგულაციებით განსაზღვრულია, რომ შესაძლოა იყოს დადგენილი ცვლილებები მოსწავლეებისთვის. არსებობს სკოლები, სადაც მხოლოდ ერთი სმენა არსებობს, თუმცა არსებობს 200-მდე ორსმენიანი სკოლა. არსებობს იმის შესაძლებლობა, რომ სკოლამ განსაზღვროს შეჭრილი სწავლება ან გადაიყვანოს კლასები რამდენიმე სმენაზე. ამასთან დაკავშირებით მნიშვნელოვანი რეგულაცია არის ის, რომ სკოლას ეძლევა შესაძლებლობა სწავლა დაიწყოს იმ დროს, რომელსაც თავად განსაზღვრავს. მაგალითად, თუ სწავლას იწყებდნენ აქამდე 9 საათზე, ახლა შესაძლოა დაიწყონ მაშინ, როდესაც ენდომებათ,"- განაცხადა ეკატერინე დგებუაძემ.

იმისათვის რომ პანდემიის პირობებში მოსწავლეებისა და პედაგოგების უსაფრთხოება დაცული იყოს, სამინისტრო სავალდებულო ნაბიჯების საკმაოდ ვრცელ ნუსხას აქვეყნებს. საკლასო ოთხსა და შენობაში მოსწავლეებს შორის ერთ მეტრიანი დისტანცია უნდა იყოს დაცული, შენობაში ყველა პირი გარდა მოსწავლისა ვალდებულია ატაროს პირბადე, ყველამ უნდა გაიაროს თერმოსკრინინგი და დეზო ბარიერი.

სკოლის ადმინისტრაცია ვალდებულია დღეში რამდენჯერმე სანიტარულად დაამუშავოს შენობა, სველი წერტილები და საერთო სარგებლობის სივრცეები. ასევე მოსწავლეებისთვის რომლებსაც შესაძლოა აღმოაჩნდეთ მაღალი ტემპერატურა შენობაში ცალკე სივრცე გამოიყოფა.

დღის ამბები