29 სექტემბერი 2020,   12:46
ვრცლად
ამ ეტაპზე სწავლის გადადების რეკომენდაცია არ არსებობს - ამირან გამყრელიძე

დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორის ამირან გამყრელიძის განცხადებით, ეპიდსიტუაციის დროს, სწავლის გადადების რეკომენდაცია არ არსებობს. 

"ამ ეპიდსიტუაციის დროს, სწავლის გადადების რეკომენდაცია არ იქნება. სწავლა დაიწყება, მაგრამ შესაბამისად, იქაც იქნება ის პირობები რომელიც დღეს მუშავდება. ეს საჭიროა იმისათვის, რომ მინიმუმამდე დავიყვანოთ ინფექციის გავრცელების რისკი,"- განაცხადა დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალურმა დირექტორმა ამირან გამყრელიძემ.

აღსანიშნავია, რომ განათლების სამინისტრომ სკოლებისთვის პროტოკოლი დაადგინა, რომლის მიხედვითაც, მოსწავლეების გარდა, სკოლაში მომუშავე ყველა პირისთვის პირბადის ტარება სავალდებულო იქნება. 

დღის ამბები