29 სექტემბერი 2020,   11:36
ვრცლად
დიდუბეში საწყობი აფეთქდა - დაშავებულია ორი ადამიანი

დიდუბეში საწყობის აფეთქების შედეგად ორი ადამიანი დაშავდა. დაშავებულები საწყობის თანამშრომლები არიან. ისინი საშუალო სიმძიმის დამწვრობით კლინიკაში გადაიყვანეს.

როგორც "რუსთავი 2"-ს საგანგებო სიტუაციათა სამსახურში განუცხადეს, აფეთქებას ხანძარი, ნგრევა და მსხვერპლი არ მოჰყოლია.

ამ ეტაპზე, აფეთქების მიზეზი უცნობია.

დღის ამბები