29 სექტემბერი 2020,   11:04
ვრცლად
ვის მისცემდით ხმას, ხვალ რომ არჩევნები იყოს - ბრიტანული კომპანია Survation-ის ​კვლევის მონაცემები და გამოხმაურებები

ავტორიტეტულმა ბრიტანულმა კომპანიამ Survation "რუსთავი 2-ის" დაკვეთით შესრულებული საზოგადოებრივი აზრის კვლევა გამოაქვეყნა. კვლევა 15-დან 24 ივლისის პერიოდსა და 1200 გამოკითხულს მოიცავს.

კვლევის მეთოდი პირისპირ ინტერვიუებია, რომელიც ქვეყნის სხვადასხვა რეგიონში, სხვადასხვა სქესისა და საარჩევნო ასაკის მქონე ადამიანებში ჩატარდა. ამ კვლევის ცდომილება 2 დან 3 %-მდე მერყეობს.

განსაკუთრებული გამოხმაურება მოჰყვა კვლევის იმ ნაწილს, რომელიც პოლიტიკური პარტიების რეიტინგებს ეხებოდა. 

Survation -ის მეთოდოლოგია განსხვავებულია და კვლევაში არ ითვალისწინებს იმ ადამიანებს, ვინც პასუხს არ სცემს რამდენჯერმე დასმულ კითხვაზე.

შედეგები გამოქვეყნებულია მხოლოდ იმ ამომრჩევლის პასუხებით, ვისაც პოლიტიკური არჩევანი უკვე გაკეთებული აქვს. ეს გარემოება პოლიტიკურ პარტიებს აძლევს იმის ვარაუდის საფუძველს, რომ კვლევის შედეგები რეალობისგან რადიკალურად განსხვავებულია. 

დღის ამბები