29 სექტემბერი 2020,   11:20
ვრცლად
ელენე ხოშტარიასთან კონკურენცია შეთანხმების დარღვევა არ არის, რადგან შეთანხმება არ ყოფილა - ლევან კობერიძე

პოლიტიკურმა პარტია "ლელომ" იმ მაჟორიტარულ ოლქებში დააყენა კანდიდატები, სადაც ოპოზიციას უკვე ჰყავს ერთიანი წარმომადგენლები. "ლელოს" გადაწყვეტილებით, გაერთიანებული ოპოზიციის კანდიდატ ელენე ხოშტარიას ვაკეში ლევან კობერიძე დაუპირისპირდა.

ლევან კობერიძე აცხადებს, რომ ეს შეთანხმების დარღვევა არ არის, რადგან მსგავსი შეთანხმება არ ყოფილა. 

"შეთანხმების დარღვევა არ არის, რადგან შეთანხმება არ ყოფილა. ამასთან, "ლელო" არის ის პოლიტიკური პარტია, რომელსაც თავისი ადამიანური რესურსით, თავისი პოლიტიკური შინაარსით და იმ ამბიციით, რომ მას შეუძლია გახდეს ახალი, ალტერნატიული პოლიტიკური ცენტრი, ის ვალდებულია, რომ ყველა სამაჟორიტარო უბანში ჰყავდეს თავისი მაჟორიტარი. მე ვფიქრობ, რომ აბსოლუტურად სწორი გადაწყვეტილებაა მიღებული "ლელოს" მიერ, რომ ყველა მაჟორიტარულ უბანში იქნება დაყენებული კანდიდატი,"-განაცხადა ლევან კობერიძემ.

დღის ამბები