20 სექტემბერი 2020,   08:58
ვრცლად
მეწარმეთა შესახებ ახალ კანონზე მუშაობა დასრულდა

პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას განცხადებით, მეწარმეთა შესახებ ახალ კანონზე მუშაობა დასრულდა.  როგორც გახარიამ მთავრობის სხდომაზე აღნიშნა, ეს სისტემური ცვლილებაა საკანონმდებლო ჩარჩოში, განსაკუთრებით ეკონომიკური და სამეწარმეო საქმიანობის მიმართულებით.

"იუსტიციის სამინისტრომ დაასრულა მეწარმეთა შესახებ ახალ კანონზე მუშაობა. სისტემური ცვლილებაა ჩვენს საკანონმდებლო ჩარჩოში განსაკუთრებით ეკონომიური და სამეწარმეო საქმიანობის მიმართულებით. ამ კანონმდებლობის ძირითადი მოტივები გახლავთ სამეწარმეო სულისკვეთების გაძლიერება ქვეყანაში, ბიზნესკლიმატის გაუმჯობესება და საინვესტიციო გარემოს გაუმჯობესება. სრულად შეესაბამება ეს თანამედროვე ევროპულ მოთხოვნებს. ამ კანონმდებლობაზე მთავრობა, იუსტიციის სამინისტრო წლების განმავლობაში მუშაობდა და დღეს ჩვენ შეგვიძლია უკვე, ფართო განხილვები დავიწყოთ ამ ახალი კანონის," - განაცხადა გიორგი გახარიამ. 

დღის ამბები