01 ოქტომბერი 2020,   17:08
ვრცლად
ისრაელში თეთრი ოქროსგან შექმნილი პირბადე 1.5 მილიონი დოლარი ღირს

ისრაელში ერთ-ერთმა საიუველირო ბრენდმა მსოფლიოში ყველაზე ძვირადღირებული დამცავი ნიღაბი შექმნა. პირბადის ფასი 1.5 მილიონი დოლარია.

ნაკეთობა თეთრი ოქროსგან არის დამზადებული. იუველირმა მისთვის 3,600 თეთრი და შავი ბრილიანტი გამოიყენა.

ნიღაბი 270 გრამია და მას ვირუსის საწინააღმდეგო ფილტრების საშუალებით, ნაწილაკების 99%-ის შეკავება შეუძლია. ნიღბის მფლობელი ამერიკაში მცხოვრები ჩინელი ბიზნესმენია.

დღის ამბები