20 სექტემბერი 2020,   09:12
ვრცლად
COVID-19-ით ინფიცირების შემთხვევები მსოფლიოში 20 მილიონ ნახევარს აჭარბებს 

მსოფლიო მასშტაბით COVID-19-ის შემთხვევებმა უკვე 20 მილიონ ნახევარს გადააჭარბა. სულ პანდემიას 748,348 ადამიანის სიცოცხლე შეეწირა.

ვირუსის გავრცელების ეპიცენტრი კვლავ შტატებია. გასული 24 საათის განმავლობაში დიდ ბრიტანეთში COVID-19-ის 1,009 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, საერთო ჯამში ვირუსის გავრცელებიდან დღემდე გაერთიანებულ სამეფოს 315,560 დადასტურებული შემთხვევა აქვს გამოვლენილი, გარდაცვლილია 46,791 ინფიცირებული.

საბერძნეთში კი პანდემიის დაწყებიდან დღემდე  COVID-19-ის ახალი შემთხვევების ყველაზე მაღალი მაჩვენებელი დაფიქსირდა. ბოლო 24 საათში ვირუსი 262 ადამიანს დაუდასტურდა, 2 გარდაიცვალა. საბერძნეთის მთავრობის გადაწყვეტილებით, 17 აგვისტოდან ბელგიიდან, ჩეხეთიდან, ნიდერლანდებიდან, ესპანეთიდან და შვედეთიდან საბერძნეთში ჩასული მოქალაქეები ვალდებულები იქნებიან COVID-19-ზე ჩატარებული ტესტის პასუხები წარადგინონ.

სიტუაცია კვლავ რთულია საქართველოს მეზობელ ქვეყნებში. მზარდია სტატისტიკა თურქეთში, სომხეთსა და აზერბაიჯანში. რუსეთი კი, COVID-19-ის გავრცელების მსოფლიო რუკაზე - ამერიკის, ბრაზილიისა და ინდოეთის შემდეგ 4 ადგილზეა.

დღის ამბები