28 სექტემბერი 2020,   07:06
ვრცლად
ჩავთვალეთ ეს სწორედ იმ კრიტიკულ მომენტად, როდესაც საჭირო იყო რადიკალური ჩარევა - ეკატერინე ტიკარაძე მესტიის შესახებ  

ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი, ეკატერინე ტიკარაძე ამბობს, რომ მესტიის მუნიციპალიტეტში გამოვლენილი 16 კოვიდ დადასტურებული შემთხვევა, მუნიციპალიტეტში გამკაცრებული ზომების მიღების საფუძველი გახდა. მინისტრი დროული რეაგირებისა და ღონისძიებების გამკაცრების მნიშვნელობაზე საუბრობს, რათა ინფექციის გავრცელება სხვა რეგიონში არ მოხდეს.  

ეკატერინე ტიკარაძე ამბობს, რომ ახლა ადგილზე 6 ბრიგადა მუშაობს, რათა რაც შეიძლება დროულად მოხდეს ადგილობრივებისა და ტურისტების ჯანმრთელობის მდგომარეობის გამოკვლევა.  

"მნიშვნელოვანი ის ფაქტი, რომ ეპიდიტუაციის გათვალისწინებით და ჩატარებული კვლევების საფუძველზე გუშინ აღებული ტესტების ნიმუშებიდან გამოვლინდა 30 შემთხვევაზე 16 დადასტურებული შემთხვევა, რამაც მოგვცა იმის საფუძველი, რომ გარკვეული გამკაცრების ღონისძიებები გადაწყვეტილება. იქიდან გამომდინარე, ახლა ძალიან აქტიურად ვართ დაკავებული შიდა ტურიზმის განვითარებით და შესაბამისად, რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანია დროული რეაგირება ყველა იმ საჭირო მოვლენაზე, რომელიც ამა თუ იმ რეგიონში დაფიქსირდება. ჩვენ გვაქვს უკვე ამის პრაქტიკული გამოცდილება, თუ როგორ შეიძლება ეფექტურად იმართოს პროცესები, რომელიც სხვადასხვა რეგიონში ვითარება კოვიდ სიტუაციიდან გამომდინარე. ეს ჩავთვალეთ სწორედ იმ კრიტიკულ მომენტად, როდესაც საჭირო იყო რადიკალური ჩარევა და სწორედ აქედან გამომდინარე, მივიღეთ გადაწყვეტილება საზოგადოებრივი ჯანდაცვის კანონის ფარგლებში მოხდეს საკარანტინო ღონისძიებების გამკაცრება კონკრეტულად ამ რეგიონში, რათა არ მოხდეს ერთის მხრივ, ინფექციის გავრცელება სხვა რეგიონებში, მოხდეს ასევე ეფექტური გამოვლენის ღონისძიებების გატარების შესაძლებლობა რეგიონში. ამ დროისთვის, მობილიზებულია 6 ბრიგადა, რომელიც დეტალურად იკვლევს იქ არსებული მოსახლეობის და ასევე ტურისტების ჯანმრთელობის მდგომარეობას და ჩვენ დარწმუნებულ ვართ, რომ მსგავსი ეფექტური მართვით, ძალიან მალე შეძლებს ეს რეგიონი დაუბრუნდეს თავის საწყისს საცხოვრებელ პირობას,“ - განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.

ეკატერინე ტიკარაძე იმ პირის შესახებ საუბრობს, რომელიც მესტიაში 16 დადასტურებული შემთხვევის წყარო გახდა. მინისტრი ამბობს, რომ ეს პირი მესტიაში თბილისიდან სტუმრად იყო ჩასული. 

"როგორც ეპიდემიოლოგებისგან მიღებული ინფორმაციის საფუძველზე შეგვიძლია ვივარაუდოთ, ეს იყო თბილისიდან  იქ მყოფი პიროვნება, რომელიც იმყოფებოდა სტუმრად და შესაბამისად, ადგილზე მოხდა შიდა გავრცელება და აქედან გამომდინარე, მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ შიდა გავრცელების არეალი რომ არ გაიზარდოს, სხვადასხვა რეგიონებზე, მოხდეს ჩაკეტვა ამ მუნიციპალიტეტის,“ - აცხადებს მინისტრი.

 

დღის ამბები