31 ოქტომბერი 2020,   05:44
ვრცლად
რესპუბლიკურ საავადმყოფოში ინფიცირებული 14 პაციენტიდან ორს განსაკუთრებული რეჟიმით სუნთქვა ესაჭიროება - ლევან გოფოძე

რესპუბლიკური საავადმყოფოს გენერალური დირექტორის ლევან გოფოძის განცხადებით, ამ ეტაპზე მათ კლინიკაში კორონავირუსით ინფიცირებული 14 პაციენტი მკურნალობს.

მისივე ინფორმაციით, ინტენსიური თერაპიის პალატაში 2 პაციენტი იმყოფება.

"ამჟამად 14 პაციენტი გვყავს კოვიდ ინფიცირებული. 2 პაციენტი არის ინტენსიური თერაპიის პალატაში, რომლებსაც ესაჭიროებათ განსაკუთრებული რეჟიმით სუნთქვა, თუმცა ინტუბაცია არცერთს არ დასჭირდა. მათი მდგომარეობა შედარებით გაუმჯობესდა.

რაც შეეხება აფხაზეთიდან გადმოყვანილ პაციენტს, დატოვა ინტენსიური თერაპიის პალატა და ახლა ჩვეულებრივ პალატაში განაგრძობს მკურნალობას. დანარჩენი პაციენტების მდგომარეობა შეიძლება ითქვას რომ დამაკმაყოფილებელია," - განაცხადა რესპუბლიკური საავადმყოფოს გენერალური დირექტორმა ლევან გოფოძემ

დღის ამბები