01 ოქტომბერი 2020,   20:39
ვრცლად
საქართველოში COVID-19-ის 9 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა - გამოჯანმრთელდა კიდევ 4 პაციენტი

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი 9-ით გაიზარდა 1,225-ს შეადგენს. ინფორმაცია ვებგვერდზე stopcov.ge ცოტა ხნის წინ განახლდა.

რაც შეეხება გამოჯანმრთელებულებს, მათი რიცხვი 4-ით გაიზარდა და 1000-ს შეადგენს.

უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე.

კორონავირუსის შედეგად ქვეყანაში 17 პაციენტი გარდაიცვალა. კარანტინის რეჟიმში 7068 მოქალაქე იმყოფება, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ კი – 250.

დღის ამბები