18 სექტემბერი 2020,   14:47
ვრცლად
"ეს არ იყო სიტყვა მობოდიშება, ეს იყო წუხილი" - ნინო ბურჯანაძე მოსკოვში 20 ივნისის მოვლენების გამო ბოდიშის მოხდას უარყოფს  

მოუხადა თუ არა ბოდიში ნინო ბურჯანაძემ 20 ივნისის მოვლენების გამო 2019 წლის ზამთარში მოსკოვში ერთ-ერთი ვიზიტის დროს დუმის ზედა პალატის საგარეო კომიტეტის თავმჯდომარეს,  კონსტანტ კოსაჩოვს  - "ერთიანი საქართველო - დემოკრატიული მოძრაობის" თავმჯდომარე "ღამის კურიერში" სტუმრობისას ამტკიცებს, რომ  გავრილოვის ღამის გამო, მას მოსკოვში ბოდიში არ მოუხდია. 

ნინო ბურჯანაძე აცხადებს, რომ პარლამენტის თავმჯდომარის სავარძელში გავრილოვის დაჯენა ხელისუფლების დიდი შეცდომა და მიუღებელი იყო. "ერთიანი საქართველო - დემოკრატიული მოძრაობის” თავმჯდომარე ამბობს, რომ ის და მისი გუნდის წევრები იყვნენ პირველები, რომელმაც ეს მოვლენა კატეგორიულად გააპროტესტეს.  

"ჩვენთვის ძალიან დამაზარალებელი იყო ის, რაც მოხდა. ეს იყო პირველ რიგში ჩვენი ხელისუფლების დანაშაული, რომ ბატონი გავრილოვი აღმოჩნდა სპიკერის სავარძელში. ეს იყო აბსოლუტურად მიუღებელი და მე და ჩემი თანაგუნდელები ვიყავით ის ადამიანები, ვინც ეს კატეგორიულად გავაპროტესტეთ. სხვათა შორის, ერთ-ერთი პირველი ვიყავით, მე მგონი არ გაგიკვირდებათ ის, რომ ჩემთვის სრულიად მიუღებელი იქნებოდა გავრილოვის სპიკერის სავარძელში ჩაჯენა. მით უმეტეს, ჩემთვის სრულიად არ იყო რთული იმის გათვლა, რას გამოიწვევდა გავრილოვის სპიკერის სავარძელში ჯდომა საზოგადოებაში. სრულიად გულწრფელ, სწორ აღშფოთებას. პირდაპირ გეტყვით, ერთადერთი რამ, რაც ჩემთვის ნამდვილად მიუღებელი იყო და არანაირად არ შემეშინდება ამის თქმა, ვის მიმართაც არ უნდა იყოს ეს მიმართული, ის რაც მე მოვისმინე შემდეგ ერთ-ერთი თქვენი კოლეგის მხრიდან და მე სულაც არ მომერიდება თქმა, რომ არც მტერს და არც მოყვარეს, ადამიანმა ზოგადად ასეთი ფრაზებით არ უნდა მიმართოს, რა ფრაზებით ჩვენ ღია ეთერში მოვისმინეთ.

ასე, რომ აქ გავრილოვის ღამესთან დაკავშირებით კი არ იყო ჩემი წუხილი, მე გამოვთქვი წუხილი ნამდვილად და ჩემი წუხილი დაკავშირებული იყო ზუსტად იმასთან, რომ ასეთი არაპროფესიონალური და არასწორი ნაბიჯი გადადგა  ჩვენმა ხელისუფლებამ.  

ეს არ იყო სიტყვა მობოდიშება, ეს იყო წუხილი. წუხილი ახლაც შემიძლია გამოვთქვა, იმიტომ რომ ძალიან დააზარალა იმ მოვლენებმა საქართველო, პირველ რიგში დააზარალა იმიტომ რომ შეწყდა ავია ფრენები, ძალიან ბევრი ადამიანი დაზარალდა, კიდევ უფრო გამწვავდა რუსულ-ქართული ურთიერთობები. თუ არ ჩათვლით იმას, რომ პროპორციული არჩევნები მოვიპოვეთ ამ ინციდენტის შემდეგ, რა თქმა უნდა, საქართველო მხოლოდ და მხოლოდ დაზარალდა,“ - განაცხადა ნინო ბურჯანაძემ. 

დღის ამბები