01 ოქტომბერი 2020,   00:56
ვრცლად
"ლეიბორისტულმა პარტიამ" მცხეთა- მთიანეთის მაჟორიტარად ბექა ნათელაშვილი წარადგინა

"ლეიბორისტულმა პარტიამ" მცხეთა- მთიანეთის მაჟორიტარად, ბექა ნათელაშვილი წარადგინა. წარდგენას ესწრებოდნენ "ლეიბორისტული პარტიის" ახალგაზრდული ფრთის წევრები.

ბექა ნათელაშვილი არის "გაბედეს" ერთ-ერთი აქტივისტი და ის აქტიურად არის ჩაბმული ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებში.

"მე მინდა მცხეთა-მთიანეთში მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატად, საქართველოს პარლამენტში ჩემი თავი წარმოვადგინო. ჩვენ, 31 ოქტომბერს უნდა გავაკეთოთ არჩევანი გაიღება თუ არა, ეს შენობა ყველასთვის, თუ იქნება ისევ დახურული, პოლიციით გარშემორტყმული, როგორც დღეს არის და როგორც წინა პერიოდში იყო,"- განაცხადა ბექა ნათელაშვილმა.

დღის ამბები