01 ოქტომბერი 2020,   02:21
ვრცლად
აგვისტოს ომში გარდაცვლილებისთვის პანაშვიდი ავღანეთში, ბაგრამის ბაზაზე გადაიხადეს

ავღანეთში, ბაგრამის საავიაციო ბაზაზე ქართველი მშვიდობისმყოფელების მიერ მოწყობილ წმინდა გიორგის სახელობის სამლოცველოში, საქართველოს თავდაცვის ძალების პირველი ქვეითი ბრიგადის მე-13 ბატალიონის კაპელანმა მამა იოანემ რუსეთ-საქართველოს აგვისტოს ომში დაღუპული გმირების სულის მოსახსენებელი პანაშვიდი გადაიხადა.

საეკლესიო ლიტურგიას მე-13 ბატალიონის პირადი შემადგენლობა და ამერიკელი საზღვაო ქვეითები დაესწრნენ.

საქართველოს თავდაცვის ძალების I ქვეითი ბრიგადის მე-13 ბატალიონი ბაგრამის საავიაციო ბაზის უსაფრთხოების დაცვის ამოცანას შვიდი თვის განმავლობაში შეასრულებს.

დღის ამბები