02 ოქტომბერი 2020,   00:09
ვრცლად
ბეირუთში აფეთქების საქმეზე პორტის ადმინისტრაციის 16 თანამშრომელი დააკავეს

ბეირუთში მომხდარი აფეთქების საქმეზე პორტის ადმინისტრაციის 16 თანამშრომელი დააკავეს. მათ გამოძიება სამსახურეობრივ გულგრილობას ედავება.

ბოლო მონაცემებით, ბეირუთში აფეთქების შედეგად დაიღუპა 157 და დაშავდა 5 ათასზე მეტი ადამიანი. უბედური შემთხვევის შედეგად უსახლკაროდ დარჩა 300 ათასზე მეტი ადგილობრივი. დედაქალაქზე მიყენებული ზარალი კი 15 მილიარდ დოლარს შეადგენს.

50 000-ზე მეტმა მოქალაქემ პეტიციით მოითხოვა, რომ მომდევნო 10 წლით ლიბანი საფრანგეთის კონტროლის ქვეშ გადავიდეს. ლიბანელების ნაწილი თვლის რომ ქვეყნის ოფიციალურმა პირებმა დედაქალაქის უსაფრთხოების უზრუნველყოფა და დაცვა ვერ შეძლეს.

პარალელურად, მთავრობის მოქმედებით უკმაყოფილო მოქალაქეებმა ბეირუთში საპროტესტო აქცია გამართეს. დემონსტრაცია მოგვიანებით სამართალდამცველებთან შეტაკებაში გადაიზარდა

დღის ამბები