01 ოქტომბერი 2020,   22:10
ვრცლად
"შევახსენოთ მსოფლიოს ოკუპაცია" - აქცია-პერფომანსი საგარეო საქმეთა სამინისტროსთან

მოძრაობა "ხალხისთვის" წევრებმა საგარეო საქმეთა სამინისტროსთან აქცია-პერფომანსი გამართეს.

ღონისძიება მიზნად ისახავდა, საგარეო საქმეთა სამინისტროს შეეხსენებინა მსოფლიოსთვის 2008 წლის ომის შედეგად რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიები.

"სახელმწიფო სტრუქტურების ოფიციალურ გვერდზე, სამწუხაროდ, განახლებულიც კი არ არის ოკუპაციის შესახებ ინფორმაცია და, შესაბამისად, ეს იმას ნიშნავს, რომ საერთაშორისო ასპარეზზე ოკუპაციის საკითხი კარგავს აქტუალობას. ასევე, საკანონმდებლო ორგანოში, სადაც შექმნილია დეოკუპაციის კომისია, ისინი უბრალოდ დებულებით გათვალისწინებულ სხდომებსაც არ ატარებენ, რაც იმას ნიშნავს, რომ ისინი არ მუშაობენ. ჩვენი დღევანდელი მთავარი მოწოდებაა,შევახსენოთ მსოფლიოს ოკუპაცია,"-განაცხადა აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ. 

დღის ამბები