29 სექტემბერი 2020,   11:12
ვრცლად
მიხეილ სააკაშვილის შანსები რომ ის გახდეს პრემიერი, არის ძალიან დაბალი - ზურაბ გირჩი ჯაფარიძე

პარტია "გირჩის" ლიდერი ზურაბ გირჩი ჯაფარიძე აცხადებს, რომ "ნაციონალური მოძრაობის" მიერ მიხეილ სააკაშვილის პრემიერ-მინისტრად მოაზრება გასაკვირი არაა, მაგრამ თავად მიხეილ სააკაშვილის შანსები არის ძალიან დაბალი:

"არაფერი გასაკვირი იმაში არ არის, რომ "ნაციონალურმა მოძრაობის" წევრების დამოკიდებულება მიხეილ სააკაშვილისადმი და მისი პერსონისადმი იყოს სწორედ ასეთი. ის არის ამ პარტიის შემქმნელი ლიდერი დღემდე. მოსალოდნელია, რომ ისინი მას მოიაზრებდნენ პრემიერად და ამაში გასაკვირს ვერაფერს ვხედავ. სხვა საკითხია ის, რამდენად რეალისტურია მიხეილ სააკაშვილის შანსები მომავალ მთავრობაში, რომ "ოცნების" დამარცხების შემდეგ, ის გახდეს პრემიერი და ჩემი აზრით, ეს შანსები არის ძალიან დაბალი,"- განაცხადა ზურაბ გირჩი ჯაფარიძემ.

დღის ამბები