29 სექტემბერი 2020,   12:09
ვრცლად
ჩვენ წარვადგენთ ყველაფერს, რაც არის მნიშვნელოვანი მოსაგებად - ხატია დეკანოიძე

"ნაციონალური მოძრაობა" დღეს პოლიტიკური საბჭოს ფორმატში შეიკრიბა, თუმცა პარტიის ლიდერებმა იმ საკითხებზე დეტალურ საუბარს, რომელზეც შეხვედრის დროს იმსჯელეს, თავი აარიდეს.

გავრცელებული ინფორმაციით, ყოფილ სახელისუფლებო პარტიაში სამომავლო გეგმებზე და მომავალ არჩევნებზე იმსჯელეს, საუბარი სავარაუდოდ მიხეილ სააკაშვილის შესაძლო პრემიერობასაც შეეხო​.

"კონკრეტულად ამ შემთხვევაში არაფრის თქმა არ შემიძლია, იმიტომ, რომ მე მინდა, ყველა ჩემ მეგობარს უნდა და ასეა მნიშვნელოვანი და საჭიროც, რომ ჩვენ დიდი სტრატეგიული ნაწილით წარვსდგეთ გამორჩეულად ჩვენი ამომრჩევლის წინაშე. ჩვენ წარვადგენთ ყველაფერს, რაც არის მნიშვნელოვანი მოსაგებად," - აცხადებს ხატია დეკანოიძე.

დღის ამბები