28 სექტემბერი 2020,   06:22
ვრცლად
დაჭრილი ლევან თოფაძის მდგომარეობა სტაბილურია, ის ქირურგების მეთვალყურეობის ქვეშ არის - ექიმი ნიკოლოზ კვაჭაძე

დაზარალებული ლევან თოფაძე საავადმყოფოში რჩება. ექიმის შეფასებით, ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და პაციენტი კონტაქტურია.

სიმონ ხეჩინაშვილის სახელობის საუნივერსიტეტო კლინიკის კლინიკური მენეჯერის ნიკოლოზ კვაჭაძის განცხადებით, დამატებით ქირურგიულ ჩარევებს ამ ეტაპზე თოფაძის მდგომარეობა არ მოითხოვს.

"პაციენტის მდგომარეობა არის სტაბილური. გუშინ გადავიყვანეთ ქირურგიულ დეპარტამენტში და ახლა მკურნალობას ქირურგების მეთვალყურეობის ქვეშ აგრძელებს. ამ ეტაპზე რაიმე სახის დამატებითი ჩარევა არ იგეგმება,"- განაცხადა ნიკოლოზ კვაჭაძემ.

შეგახსენებთ, ლევან თოფაძე რამდენიმე დღის წინ საკუთარ საცხოვრებელ სახლში დაჭრეს. ამ ეტაპზე მიმდინარეობს გამოძიება.

დღის ამბები