01 ოქტომბერი 2020,   23:23
ვრცლად
ესპანეთის ყოფილმა მეფემ ახლანდელ მონარქს, საკუთარ შვილს ქვეყნის დატოვების შესახებ წერილობით აცნობა

ესპანეთის ყოფილი მეფე ქვეყანას ტოვებს. ხუან კარლოსმა გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც რამდენიმე კვირის წინ ესპანეთის პროკურატურამ მასთან დაკავშირებით კორუფციის საქმეზე გამოძიება დაიწყო.

ყოფილმა მეფემ ქვეყნის დატოვების შესახებ ესპანეთის ამჟამინდელ მეფეს - საკუთარ შვილს წერილობით აცნობა. ჯერჯერობით უცნობია, სად გაემგზავრება 82 წლის ყოფილი მონარქი.

მისივე განცხადებით, გამოკითხვის საჭიროების შემთხვევაში ის პროკურატურისთვის ხელმისაწვდომი იქნება. ხუან კარლოსმა სამეფო ტახტი თავის მემკვიდრე ფილიპეს 6 წლის წინ დაუთმო.

დღის ამბები