01 ოქტომბერი 2020,   17:08
ვრცლად
აშშ-ს ტროპიკული შტორმი უახლოვდება, ხელისუფლება მოსახლეობას სიფრთხილისკენ მოუწოდებს

ამერიკის შეერთებულ შტატებს ტროპიკული შტორმი მიუახლოვდა. ჩრდილოეთ კაროლინის სანაპიროზე ძლიერ წვიმასა და ქარიშხალს ელიან.

ადგილობრივი ხელისუფლება მოსახლეობას ტორნადოსა და წყალდიდობის შესახებაც აფრთხილებს. ტერიტორიაზე დახურულია სავაჭრო ობიექტები, ევაკუირებულია მოსახლეობის ნაწილი.

ტროპიკულმა შტორმმა შესაძლოა სხვა შტატები და ქალაქებიც დააზარალოს, მათ შორის ვაშინგტონი, ფილადელფია და ნიუ-იორკი.

დღის ამბები