01 ოქტომბერი 2020,   16:49
ვრცლად
მიწის სისტემური რეგისტრაციასთან დაკავშირებით გომის მთაზე ადგილობრივებისთვის პრეზენტაცია მოეწყო

მიწის სისტემური რეგისტრაციის გამოცხადების შესახებ გომის მთაზე ადგილობრივებისთვის პრეზენტაცია მოეწყო.

ორი კვირის მანძილზე კურორტზე საჯარო რეესტრის წარმომადგენლები იმუშავებენ და მოსახლეობას მიწების რეგისტრაციასთან დაკავშირებით კონსულტაციებს გაუწევენ.

17 აგვისტოდან კი, გომის მთაზე საჯარო რეესტრის ამზომველები, მიღებული განაცხადების საფუძველზე, მოსახლეობის მიწების უფასო სისტემურ რეგისტრაციას დაიწყებენ.

ანალოგიური პროცესი საქართველოს კიდევ 4 დასახლებაში მიმდინარეობს. პრეზენტაციას გომის მთაზე იუსტიციის მინისტრი დაესწრო.

თეა წულუკიანის განცხადებით, ადამიანებს სურთ მიწის რეგისტრაცია საკუთარ სახელზე.

დღის ამბები