01 ოქტომბერი 2020,   17:57
ვრცლად
დღეს გახდება ცნობილი ვინ დაიკავებს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის პოსტს

ვინ დაიკავებს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის პოსტს - უნივერსიტეტის აკადემიურმა საბჭომ გადაწყვეტილება დღეს უნდა მიიღოს.

არჩევნებში 3 კანდიდატი მონაწილეობს: მოქმედი რექტორი გიორგი შარვაშიძე, ასევე პროფესორები გიორგი ბარამიძე და ცირა ბარამიძე.

არჩევნების პირველ ეტაპზე Zoom- ის პლატფორმის გამოყენებით რექტორობის კანდიდატებთან გასაუბრება გაიმართება, დღის მეორე ნახევარში კი აკადემიურმა საბჭომ კანდიდატებს კენჭი უნდა უყაროს.

ამ შემადგენლობით რექტორობის კანდიდატები ერთმანეთის კონკურენტები 2016 წელსაც იყვნენ.

მაშინ არჩევნებში გიორგი შარვაშიძემ გაიმარჯვა. ექნება თუ არა ანალოგიური დასასრული წლევანდელ არჩევნებსაც - ეს სულ მალე გაირკვევა.

დღის ამბები