01 ოქტომბერი 2020,   17:27
ვრცლად
ამომრჩეველთა მოსყიდვა, პოლიტიკური ნიშნით სამსახურიდან დათხოვნა, ზეწოლის ფაქტები - "სამართლიანი არჩევნების" კვლევა

ამომრჩეველთა მოსყიდვა, პოლიტიკური ნიშნით სამსახურიდან დათხოვნა, ზეწოლის ფაქტები - ამ და სხვა დარღვევებზე აპირებს დღეს ყურადღების გამახვილებას "სამართლიანი არჩევნები" მორიგი კვლევის პრეზენტაციისას.

არასამთავრობო ორგანიზაცია წინასაარჩევნო მონიტორინგის მეორე შუალედურ ანგარიშს წარმოადგენს. მასში გაწერილია რეკომენდაციებიც - "სამართლიანი არჩევნები" პოლიტიკურ პარტიებს მოუწოდებს საჭიროების მქონე მოსახლეობას ანონიმურად დაეხმარონ.

"გვაქვს ამომრჩევლის მოსყიდვის ფაქტები, როგორც მმართველი გუნდის მხრიდან, ასევე ოპოზიციური პარტიების მხრიდან. ასევე ფიქსირდება უკვე ისეთი ფაქტები, როგორიც არის პოლიტიკური ნიშნით სამსახურიდან გათავისუფლება, ზეწოლის ფაქტები, ასევე ხელის შეშლის ფაქტი.

მოვუწოდებთ ხელისუფლებას და პოლიტიკურ პარტიებს, არ მიმართონ ამომრჩეველთა მოსყიდვის მექანიზმს და თუ მათ უნდათ, რომ სოციალურად გაჭირვებულ მოსახლეობას დაეხმარონ, განახორციელონ ეს ანონიმურად. ასევე თვითმმართველობის ორგანოებს, რომ არ დაუშვან ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება," - აცხადებს "სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების" აღმასრულებელი დირექტორი ელენე ნიჟარაძე.

დღის ამბები