01 ოქტომბერი 2020,   17:25
ვრცლად
ალეკო ელისაშვილის პოლიტიკური მოძრაობა დღეს თბილისის ერთ-ერთ საარჩევნო ოლქში მაჟორიტარობის კანდიდატს დაასახელებს

წინასაარჩევნო კამპანიას დღეიდან ოფიციალურად იწყებს პარტია "მოქალაქეები". ალეკო ელისაშვილის პოლიტიკური მოძრაობა პრეზენტაციას გეგმავს.

დღესვე თბილისის ერთ-ერთ საარჩევნო ოლქში მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი დასახელდება, წარდგენები კი ეტაპობრივად გაგრძელდება.

"ვისაუბრებთ ხედვებზე და გეგმებზე. რას ვაპირებთ ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებზე. დავასახელებთ ვინ იქნება თბილისის ოლქში მაჟორიტარობის კანდიდატი,"- განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.

დღის ამბები