30 ოქტომბერი 2020,   00:34
ვრცლად
"სადაც არ უნდა ვიყო, აქტიურად გავაგრძელებ ბრძოლას "რუსული ოცნების" წინააღმდეგ" - ლევან სამუშიამ "თავისუფალი დემოკრატები" დატოვა

ლევან სამუშიამ "თავიუფალი დემოკრატები" დატოვა. ინფორმაცია პარტიის უკვე ყოფილმა წევრმა სოციალურ ქსელში თავადაც დაადასტურა.

"მივიღე ჩემთვის ძალიან მძიმე გადაწყვეტილება დავტოვო პარტია " თავისუფალი დემოკრატები". წარმატებას ვუსურვებ " თავისუფალ დემოკრატებს"!

სადაც არ უნდა ვიყო, აქტიურად გავაგრძელებ ბრძოლას "რუსული ოცნების" წინააღმდეგ, ქვეყნის დასავლური მომავლისათვის და ერთხელ და სამუდამოდ საქართველოში სამართლიანობის დამკვიდრებისათვის,"- წერს ლევან სამუშია.

დღის ამბები