31 ოქტომბერი 2020,   05:19
ვრცლად
ეკა ბესელია, სერგი კაპანაძე, ანრი ოხანაშვილი და რატი იონათამიშვილი - "საერთაშორისო გამჭვირვალობამ" ყველაზე აქტიური დეპუტატები დაასახელა

საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველომ ახალ ანგარიშში ის დეპუტატები დაასახელა, ვინც 2019 წლის განმავლობაში ყველაზე აქტიურად იყო ჩართული საპარლამენტო საქმიანობაში. დამოუკიდებელი დეპუტატების მხრიდან ესენი არიან - ეკა ბესელია, "ევროპული საქართველოდან" სერგი კაპანაძე, მმართველი პარტიიდან კი, ანრი ოხანაშვილი და რატი იონათამიშვილი, რომელიც ყველაზე მეტი კანონპროექტის ინიციატორია.

"დეპუტატები არიან ხალხის მიერ არჩეული წარმომადგენლები, რომლებიც მათ სათქმელს ახმოვანებენ, ამიტომ მე ყოველთვის ვიყენებ ამ შესაძლებლობას და ყოველ წელს ამ კუთხით ვსახელდებოდი ხოლმე როგორც ყველაზე მაღალი მაჩვენებლის დეპუტატი. ეს იმიტომ, რომ ყოველთვის კარგად ვიყენებდი საპარლამენტო ინსტრუმენტს და ბერკეტს,"- აღნიშნავს პარლამენტის დამოუკიდებელი წევრი ეკა ბესელია. 

რატი იონათამიშვილის განცხადებით კი, მისთვის ეს იყო ძალინ მოულოდნელი და ამავდროულად დამატებითი პასუხისმგებლობაც.

"ჩემთვის ეს იყო ძალინ მოულოდნელი და ამავდროულად დამატებითი პასუხისმგებლობაც. ინიციატივებიდან, რომელიც ჩემი ავტორობით იყო, მინდა გამოვყო შშმ პირთა მისაწვდომობასთან დაკავშირებული ინიციატივა და ასევე, პარკირების წესში შესული ცვლილებები," - აცხადებს პარლამენტის ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარე რატი იონათამიშვილი.

რატომ აცდენენ დეპუტატები საპარლამენტო სხდომებს ხშირად, არასაპატიო მიზეზების გამო და რატომ არ იყენებენ ისინი საპარლამენტო ტრიბუნას - "საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს" ახალი ანგარიშის თანახმად, დღეს საკანონმდებლო ორგანოში 21 ნაკლებად აქტიური დეპუტატია.

მათგან უმრავლესობა სახელისუფლებო გუნდის წარმომადგენელია. მათ შორის არიან: ირაკლი აბუსერიძე, ლევან ბეჟანიძე,ილია წულაია, ვიქტორ ჯაფარიძე, რუსლან გაჯიევი, მახირ დარზიევი, მუხრან ვახტანგაძე, თეიმურაზ კოხრეიძე, იოსებ მაკრახიძე, სამველ მანუკიანი, ენზელ მკოიანი,რომან მუჩიაშვილი,რუსლან პოღოსიანი, დიმიტრი სამხარაძე, ერეკლე ტრიპოლსკი, გოდერძი ჩანქსელიანი, არჩილ ხაბაძე, ირაკლი ხახუბია და ელგუჯა გოცირიძე. პასიურ დეპუტატებს შორის არის "ევროპული საქართველოს" ერთი წევრი ზაზა კედელაშვილი, ორი კი დამოუკიდებელი დეპუტატია. მათთან გასაუბრება შეძლო ქეთეევან ზანთარაიამ და სწორედ მას ჩავრთავთ პირდაპირ ეთერში.

დღის ამბები