06 აგვისტო 2020,   20:37
ვრცლად
აქცია ბელარუსში - პრეზიდენტობის ოპოზიციონერი კანდიდატის მხარდამჭერ მიტინგზე კვლავ ათასობით ადამიანი მივიდა

ბელარუსში საპროტესტო აქციები გრძელდება. პრეზიდენტობის ოპოზიციონერი კანდიდატის მხარდამჭერ მიტინგზე კვლავ ათასობით ადამიანი მივიდა.

პატიმრობაში მყოფი ბლოგერის, სერგეი ტიხანოვსკის მეუღლის, სვეტლანა ტიხანოვსკაიას მიერ ორგანიზებულ მიტინგზე გავრცელებული ინფორმაციით 10 ათასამდე ადამიანი შეიკრიბა.

აქციაზე გამოსვლისას ტიხანოვსკაიამ საკუთარ თავს ცვლილებების სიმბოლო უწოდა და ყველა პოლიტპატიმრის გათავისუფლების პირობა დადო. ბელარუსის საპრეზიდენტო არჩევნები 9 აგვისტოს გაიმართება.

დღის ამბები