07 აგვისტო 2020,   22:29
ვრცლად
მამიდაშვილის გაუპატიურებაში ბრალდებული პირი მოსამართლემ პატიმრობაში დატოვა

ფოთის სასამართლომ გაუპატიურების ბრალდებით დაკავებულ მამაკაცს პატიმრობა შეუფარდა.
ნათესავის გაუპატიურების ბრალდებით დაკავებულ ახალგაზრდა მამაკაცს ფოთის რაიონულმა სასამართლომ აღკვეთ ღონისძიებად პატიმრობა შეუფარდა.

გადაწყვეტილება მოსამართლე დავით გელაშვილმა მიიღო. მან პროკურორის შუამდგომლობა აღკვეთ ღონისძიებად პატიმრობის გამოყენებასთან დაკავშირებით, სრულად დააკმაყოფილ.

რაც შეეხება დაცვის მხარის პოზიციას, იგი მიიჩნევს, რომ პატიმრობის გამოყენებასთან დაკავშირებით საქმეში შესაბამისი მტკიცებულებები არ არსებობდა.
ადვოკატ ჯიტა გულუას თქმით, მოსამართლის დღევანდელ გადაწყვეტილებას სავარაუდოდ გაასაჩივრებენ.

ცნობისთვის, რამდენიმე დღის წინ, შსს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის თანამშრონლებმა ნათესავის გაუპატიურების ბრალდებით 24 წლის ახალგაზრდა მამაკაცი, ყოფილი სამხედრო დააკავეს. დაზარალებულის თქმით, მან ნათესავზე სექსუალურად იძალადა. საქმის მასალების მიხედვით, ინციდენტი ერთი წლის წინ მოხდა.

დღის ამბები