07 აგვისტო 2020,   21:53
ვრცლად
ბორჯომში მომხდარი ავარიის შედეგად დაშავებული 1 პაციენტის მდგომარეობა მძიმეა

ბორჯომში მომხდარი სამგზავრო და სადისტრიბუციო მიკროავტობუსების შეჯახების შედეგად დაშავებული 12 პირიდან ერთის მდგომარეობა კვლავ მძიმეა.

პაციენტი ჯანრთელობის მდგომარების გამო თბილისში გადმოიყვანეს. კლინიკიდან 2-ს დღეს გაწერენ, დანარჩენებმა კი კლინიკა უკვე დატოვეს. შემთხვევა 1 აგვისტოს მოხდა, რა დროსაც ჯამში 12 ადამიანი დაშავდა. 

"ორი მალევე გაეწერა, არ დაჭირდათ გადაუდებელი სამედიცინო დახმარება. დანარჩენებს სხვდასხვა ხარისხის დაზიანებები ჰქონდათ. 4 იყო საყურადღებო, 1 კვლევების შედეგად გადაყვანილია თბილისში. ორს ადგილზე ტრავმატოლოგიური ოპერაცია ჩაუტარდა, ერთი თავისი სურვილით სხვა დაწესებულებაში გადავიდა. ამ დროისთვის ჩვენთან რჩება ორი პაციენტი, რომლებსაც ტრავმატოლოგიური ოპერაცია აქვთ ჩატარებული,"-განმარტავს "ჯეო ჰოსპიტალსის" ბორჯომის მრავალპროფილური სამედიცინო ცენტრის კლინიკური დირექტორი ოლიკო ბუაჩიძე.

დღის ამბები