07 აგვისტო 2020,   23:03
ვრცლად
გიორგი შაქარაშვილის საქმეზე მომავალი სასამართლო პროცესი შემდეგ კვირას არის ჩანიშნული​

გიორგი შაქარაშვილის საქმეზე მომავალ კვირას კიდევ ერთი პროცესი გაიმართება. სასამართლოს წინაშე არასრულწლოვნები წარსდგებიან, რომელთა საქმეც ცალკე წარმოებად გამოიყო.

მათი ადვოკატების განცხადებით, მთავარი მოთხოვნა გარკვეული მტკიცებულებების დაუშვებლად ცნობა იქნება.

დაკავებულების უფლებადამცველები მოწმეების იმ ჩვენებებს, რომლებიც სისხლის სამართლის საქმის ბოლო ტომებშია, არ ენდობიან.

არასრულწლოვნების სასამართლო სხდომა 5 აგვისტოს არის ჩანიშნული. მათი ადვოკატების თქმით, საქმეში ხელჩასაჭიდი მტკიცებულებები არ დევს, რომ ისინი მოსამართლემ პატიმრობაში დატოვოს.

ადვოკატები თავად არასრულწლოვნის ჩვენებებსაც გამოეხმაურნენ. კონკრეტულად ლ.შ-სა და გ.მ-ს ჩვენებებს, მათი თქმით, იდენტური ჩვენებები შესაძლოა იმის მანიშნებელი იყო, რომ ეს ადამიანები სიმართლეს საუბრობენ.

ვახო ჩიქოვანის ადვოკატის არჩილ ბერიანიძის განცხადებით, მისი დაცვის ქვეშ მყოფს ბრალეულობა არ აქვს და შესაბამისად, მტკიცებულებაც არ არსებობს. ჩიქოვანი დანაშაულს არ აღიარებს.

გიორგი შაქარაშვილის საქმეზე დაკავებულია 17 პირი. 

ავტორი: სალომე უერთაშვილი

დღის ამბები