12 აგვისტო 2020,   04:09
ვრცლად
ადამიანებს უნდათ წინ წასული ცხოვრება და სწორედ ამისთვის არსებობს ოქტომბრის არჩევნები - დავით ბაქრაძე

გაზრდილი კრიმინალი, უმუშევრობა, ფასების ზრდა, ეკონომიკური პრობლემები - "ევროპული საქართველო" ხაშურის მოსახლეობის პრობლემებზე საუბრობს.

დავით ბაქრაძე ადგილზე ჩავიდა და მოქალაქეებს შეხვდა. მან ადგილობრივებთან ოქტომბრის არჩევნების მნიშვნელობაზე ისაუბრა.

"ხალხს უნდა ცვლილებები და მათ აღარ უნდათ ისე ცხოვრება, როგორც ცხოვრობენ დღეს. ადამიანებს მობეზრდათ გაჭირვებაში ცხოვრება. ადამიანებს უნდათ წინწასული ცხოვრება და სწორედ ამისთვის არსებობს ოქტომბრის არჩევნები. მე დარწმუნებული ვარ, რომ ხალხის ამ ტალღას ვერანაირი ზეწოლა და მოსყიდვა ვერ შეაჩერებს,"- განაცხადა დავით ბაქრაძემ.

დღის ამბები