12 აგვისტო 2020,   05:36
ვრცლად
ინდოეთში ალკოჰოლის შემცველი ანტიბაქტერიული ხსნარის მიღების შედეგად 10 ადამიანი დაიღუპა

ინდოეთში ალკოჰოლის შემცველი ანტიბაქტერიული ხსნარის მიღების შედეგად, 10 ადამიანი დაიღუპა.

შემთხვევა ინდოეთის ერთ-ერთ შტატში მას შემდეგ მოხდა, რაც ერთ-ერთ სოფელში კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, ალკოჰოლის მაღაზიები დაიხურა.

პოლიციის ცნობით, გარდაცვლილები ხსნარს წყალსა და გამაგრილებელ სასმელებთან აზავებდნენ და სითხეს 10 დღის განმავლობაში სვამდნენ. მანამდე ანალოგიური შემთხვევა შეერთებულ შტატებშიც მოხდა.

დღის ამბები