08 აგვისტო 2020,   13:49
ვრცლად
შეკვეთილის დენდროლოგიური პარკი ისევ პოლიტიკური განცხადებების თემაა - მმართველი გუნდი ოპონენტებს ცილისმწამებლურ კამპანიას ახსენებს

პრემიერმა დღეს მთავრობის სხდომიდან დენდროლოგიური პარკის გახსნის მნიშვნელობასა და მის უნიკალურობაზე საუბრისას ოპონენტებს პროექტის მიმართ რამდენიმეწლიანი ცილისმწამებლური კამპანია შეახსენა.

ოპოზიცია პროექტის მიზანმიმართულ დისკრედიტაციაში კიდევ ერთხელ დაადანაშაულა კახი კალაძემაც. თბილისის მერმა დენდროლოგიურ პარკის განსაკუთრებულობაზე სპეციალურ ვიდეო მიმართვაში ისაუბრა.

საპასუხო რეაქციამ არ დააგვიანა. ოპოზიციამაც ხელისუფლებას კონტრბრალდებები წარსულიდან შეაგება, ოპონენტები აქცენტს გარემოზე აკეთებენ, რომელიც მათი თქმით პარკის მოწყობის გამო დაზიანდა.

ხეების გახმობასთან დაკავშირებით მოლოდინის შექმნას ახსენებენ ოპონენტებს მმართველ გუნდში.

უმრავლესობის წევრების თქმით, პროექტისა და მისი ავტორის მიმართ რამდენიმე წლიან დეზინფორმაციაზე საუკეთესო პასუხი, სწორედ დასრულებული დენდროლოგიური პარკია.

3 წლის წინ დაწყებული პროექტი, რომელიც კრიტიკის ფონზე მიმდინარეობდა, დამთვალიერებლებისთვის ოფიციალურად გუშინ გაიხსნა. 60 ჰექტარზე გადაჭიმული შეკვეთილის დენდროლოგიური პარკის ტერიტორია 2 ნაწილისგან შედგება. 18 ჰექტარი საქართველოში მოძიებულ ენდემურ ჯიშის ხეებს ეთმობა, 42 ჰექტარზე კი მსოფლიოს 5 კონტინენტიდან ჩამოტანილი ათასობით ეგზოტიკური ხე-მცენარეა. პარკში გაშენებულია ბამბუკის კორომიც. ბაღში 58 სახეობის ფრინველი ბინადრობს, მათ შორის წითელი წიგნის ნუსხაში შეყვანილი ვარდისფერი ფლამენგოები და შავი გედები.

 

დღის ამბები