08 აგვისტო 2020,   10:40
ვრცლად
არანაირი ჩხრეკა მე არ ჩამტარებია, არანაირი იარაღი მე არ მქონია, მოვითხოვ ვიდეო ჩანაწერების ამოღებას, რომელზეც ჩემი გადაადგილებაა დაფიქსირებული - გიორგი რურუა

საქალაქო სასამართლოში გიორგი რურუას პროცესი დასრულდა. დღეს დასკვნითი სიტყვა პროკურორებმა წარმოთქვეს.

შემდეგ პროცესზე კი შემაჯამებელ სიტყვას უკვე ადვოკატები იტყვიან. დღევანდელი სხდომის დაწყებისას გიორგი რურუამ კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ ბრალდებას არ ეთანხმება და თავს უდანაშაულოდ ცნობს. "მთავარი" არხის მეწილე ამბობს, რომ მის წინააღმდეგ ყველა ფაქტი გაყალბებულია.

"არანაირი ჩხრეკა მე არ ჩამტარებია და არანაირი იარაღი მე არ მქონია. ამის დასტურია, ერთ-ერთი ნივთი იმავე მოცულობის, რომელიც საბუთების მიხედვით, ვაკის სასაფლაოს ტერიტორიასთან ამოღებულ იქნა და დალუქული. ამის დასადასტურებლად ვითხოვ ვიდეო ჩანაწერების ამოღებას, რომელსზეც ჩემი გადაადგილებაა დაფიქსირებული,"- განაცხადა გიორგი რურუამ.

გიორგი რურუას ადვოკატი დიმიტრი საძაგლიშვილი სასამართლოსთვის დამატებითი ამომწურავი ინფორმაციის მიწოდებას გეგმავს რომელიც, საქმეში არსებულ უზუსტობებს ასახავს.

საქმის პროკურორი კი აცხადებს, რომ გიორგი რურუას გენეტიკური მასალა და იარაღზე არსებული გენეტიკური მასალა ერთმანეთს ემთხვევა.

დღის ამბები