08 აგვისტო 2020,   10:18
ვრცლად
აშშ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციას ტოვებს - WHO ამერიკის ბრალდებას არ იზიარებს

აშშ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციას ტოვებს. შტატების ინფექციური დაავადებების ეროვნულ ინსტიტუტში მიაჩნიათ, რომ ორგანიზაციამ კორონავირუსის პანდემიის დროს სწრაფი რეაგირება დააგვიანა, შეცდომები დაუშვა და ამას სავალალო შედეგები მოჰყვა.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია აშშ-ის ბრალდებას არ იზიარებს. დააგვიანდა თუ არა ჯანმოს ქვეყნების გაფრთხილება, ამაზე პასუხი ნეიტრალური იყო. ჯანმოში აცხადებენ, რომ ორგანიზაცია ყოველდღიურად და გამჭირვალე პირობებში ახდენდა ინფორმაციის გაცვლასა და კომუნიკაციას პარტნიორებთან. 

საქართველოში ექსპერტთა ნაწილი მიიჩნევს, რომ პანდემიის გავრცელების საფრთხე გვიან იქნა აღქმული, ვიდრე რეალობაში იყო. ანალიტიკოსები ვარაუდობენ, რომ ეს ნაწილობრივ ბიუროკრატია და ნაწილობრივ ჩინეთთან არასაკმარისმა კომუნიკაციამ განაპირობა. სერგო ჩიხლაძეს მიაჩნია, რომ თუ აშშ დატოვებს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციას, ეს დიდი დარტყმას მიაყენებს მას ფინანსური თვალსაზრისით.

ექსპერტთა ნაწილი პოლიტიკურ გადაწყვეტილებებზე საუბრობს. აკაკი ზოიძეს მიაჩნია, რომ აშშ-ს სურს, გაამართლოს ის მძიმე სიტუაცია, რომელიც შეიქმნა ქვეყანაში იმის გამო, რომ ადმინისტრაციამ დააგვიანა საფრთხის სათანადოდ შეფასება. ექსპერტი სხვადასხვა კვლევების შესახებ გვიყვება, რომლიც მიხედვით ჩინეთის მთავრობას მინიმუმ 2 კვირით ადრე ჰქონდა მონაცემები ვირუსის თვისებებთან დაკავშირებით.

ქვეყნის მთავარი ინფექციონისტი კი ამბობს, რომ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ დააგვიანა გლობალური განგაშის ატეხვა, მაგრამ ადმინისტრაციამ საბოლოო ჯამში მოახდინა კოორდინირება და სხვადასხვა ქვეყნის ძალისხმევის დალაგება ვირუსთან ბრძოლის კუთხით. საქართველო ჯანმოს რეკომენდაციებით არ შემოიფარგლა და ეპიდემიოლოგების გათვლების საფუძველზე, პირველივე საშიშროების დროს, ჩინეთთან მგზავრობა აკრძალა და რეგიონში მწვანე კუნძულის სტატუსი მოიპოვა,

პანდემიის დროს, თითის გაშვერა და ურთიერთბრალდებები მიუღებელია ჯანდაცვის მინისტრისთვის. 

საქართველო კი დამატებით სტრატეგიულ გეგმაზე უკვე მუშაობს, თუ როგორ უნდა გაუმკლავდეს შემოდგომაზე ვირუსის კიდევ ერთ შემოტევას, არსებული ეპიდსიტუაცია შენარჩუნდეს და მოქალაქეების ჯანმრთელობა დაცული იყოს.

დღის ამბები