08 აგვისტო 2020,   09:25
ვრცლად
ეროსი კიწმარიშვილის გარდაცვალებიდან 6 წელი გავიდა

ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის ერთ-ერთი დამფუძნებლის ეროსი კიწმარიშვილის გარდაცვალებიდან 6 წელი გავიდა. პროფესიით ექიმმა 1993 წელს ტელეკომპანია ქალაქ რუსთავში დააარსა, რომელსაც 2004 წლამდე ხელმძღვანელობდა.

ეროსი კიწმარიშვილი სხვადასხვა დროს მუშაობდა დიპლომატიურ და სახელმწიფო თანამდებობებზე. 2014 წლის 15 ივლისს ის ყიფშიძის ქუჩაზე, საკუთარი ბინის ავტოფარეხში, ავტომობილში, თავის არეში ცეცხლნასროლი ჭრილობით იპოვნეს.

გამოძიებამ დაადგინა, რომ ეროსი კიწმარიშვილმა სიცოცხლე 49 წლის ასაკში თვითმკვლელობით დაასრულა.

დღის ამბები