14 აგვისტო 2020,   13:28
ვრცლად
პანდემიით გამოწვეული შიმშილით უფრო მეტი ადამიანი დაიღუპება, ვიდრე კორონავირუსით - ორგანიზაცია Oxfamilibrary

მსოფლიოში კორონავირუსის პანდემიით გამოწვეული შიმშილით უფრო მეტი ადამიანი დაიღუპება, ვიდრე კორონავირუსით - პროგნოზს ორგანიზაცია Oxfamilibrary აკეთებს.

ორგანიზაციის მიერ გამოქვეყნებულ მოხსენებაში ნათქვამია, რომ 2020 წლის ბოლოსთვის მსოფლიოში შიმშილით ყოველდღიურად 12,000 ადამიანი დაიღუპება. შედარებისთვის, COVID-19-ით გარდაცვალების ყველაზე მეტი შემთხვევა მსოფლიოში 17 აპრილს დაფიქსირდა, როდესაც ვირუსით 8,890 ადამიანი გარდაიცვალა.

"პანდემია ბოლო წვეთია იმ ადამიანებისთვის, ვინც კონფლიქტების, კლიმატის ცვლილების და სასურსათო კრიზისის შედეგებს ებრძვის. მათი მდგომარეობა წლის ბოლომდე უკიდურესად დამძიმდება," - აღნიშნულია მოხსენებაში.

დღის ამბები