05 აგვისტო 2020,   17:35
ვრცლად
კობა კობალაძის შვილი პოლიციას ჩაბარდა

პარლამენტის ფრაქცია "ქართული ოცნება - ძლიერი საქართველოსთვის" წევრის კობა კობალაძის შვილი პოლიციას ჩაბარდა. დავით კობალაძე, მამასთან ერთად, ვაკე-საბურთალოს სამმართველოში გამოცხადდა.

"გამოცხადდა, განყოფილებაშია და დანარჩენი მე გამოძიების მიმდინარეობაში ნამდვილად არ ჩავერთვები. მთავარია მინდა დადგეს ჭეშმარიტება. მესმის, რომ არჩევნები დაიწყო და ნებისმიერი მეთოდებით, ვიღაცას უნდა რაღაცა და ვნახოთ..." - განაცხადა კობა კობალაძემ "კურიერთან" სატელეფონო საუბრისას.

საქმე ეხება თბილისში მომხდარ ინციდენტს, რაზეც სისხლის სამართლის საქმე ჯანმრთელობის დაზიანების ფაქტზე აღიძრა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ამავე საქმეზე დაკავებულია კიდევ 2 პირი. დავით კობალაძე წინასწარი დაკავების იზოლატორშია გადაყვანილი.

დღის ამბები