11 აგვისტო 2020,   22:47
ვრცლად
აშშ-ის ელჩმა ზუგდიდში ყველის გაკეთება ისწავლა - კელი დეგნანმა სამეგრელო-ზემო სვანეთში იმოგზაურა

აშშ-ის ელჩმა კელი დეგნანმა ეკონომიკის მინისტრ ნათია თურნავასა და ქალ ბიზნეს ლიდერებთან ერთად სამეგრელო-ზემო სვანეთში იმოგზაურა, ინფორმაციას აშშ-ის საელჩო ავრცელებს. 

"ზუგდიდში, ბესო ჭითანავას საოჯახო სამზარეულოში გუბერნატორ ალექსანდრე მოწერილიასთან ერთად ელჩმა ყველის გაკეთება ისწავლა. დასავლეთ საქართველოში პირველი ვიზიტისას ელჩი ეცნობა რეგიონის უნიკალურ კულტურულ ტრადიციებს და თავგადასავლების მრავალფეროვნებას, რომელსაც საქართველო ტურისტებს სთავაზობს. ბატონი ჭითანავას სახლში ელჩმა პირადად ნახა, როგორ ეხმარება მას USAID-ის პროგრამა ZRDA ბიზნესის გაფართოებაში, სტუმრების მიღებასა და მათთვის მეგრული სამზარეულოსა და მუსიკის გაცნობაში.

ეს არის შესანიშნავი მაგალითი იმისა, როგორ ეხმარება ამერიკული ბიზნეს გამოცდილება ქართველებს, წარმოაჩინონ თავისი კულტურული სიმდიდრე და შექმნან ახალი სამუშაო ადგილები.

მოგვიანებით ელჩმა დაათვალიერა ენგურის ჰიდროელექტროსადგური, რათა გაცნობოდა ადმინისტრაციული გამყოფი ხაზის მახლობლად ენერგო რესურსების კოორდინაციის საკითხს. მოგზაურობისას ელჩი ხშირად ხვდება ადმინისტრაციულ გამყოფ ხაზთან. ამჯერად, ოკუპირებულ აფხაზეთთან მან ხაზი გაუსვა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისადმი შეერთებული შტატების ერთგულებას, მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში," - აღნიშნულია საელჩოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში. 

დღის ამბები