15 აგვისტო 2020,   11:13
ვრცლად
"გირჩი" საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ - პარტიამ კვოტირების წინააღმდეგ საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელი შეიტანა

პოლიტიკურმა გაერთიანება "გირჩმა" საკონსტიტუციო სასამართლოში საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ სარჩელი შეიტანა. საქმე ეხება საქართველოს პარლამენტის მიერ დადგენილ საარჩევნო კვოტირების საკითხს.

მოქმედი ნორმით, პარტია ვალდებულია, საარჩევნო სიაში ყოველი მეოთხე წევრი განსხვავებული სქესის იყოს. სწორედ ეს ნორმა მიაჩნია "გირჩს" სადავოდ. ამბობენ, რომ ამ კუთხით დაწესებული რეგულაცია დისკრიმინაციულია. იმ შემთხვევაში, თუ 2020 წლის არჩევნებამდე საკონსტიტუციო სასამართლო ვერ მოასწრებს სარჩელზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებას, "გირჩი" მოქმედი ნორმის შეჩერებას ითხოვს.

"გირჩის" პარტიულ სიას ადგენენ "გირჩის" წევრები, რომლებიც არიან რეგისტრირებული პორტალზე შესაბამისად, ეს ნორმა მოდის წინააღმდეგობაში ჩვენს წესებთან, მე არ ვიცი არცერთი ადამიანი "გირჩის" შიგნით, რომელიც წავა და რომელიმე "გირჩის" წევრ ქალბატონს აკადრებს და შესთავაზებს იმას, რომ აიწიე და ჩაეწერე მეოთხე ნომრად სიაშიო," - აცხადებს "გირჩის" ლიდერი ზურაბ გირჩი ჯაფარიძე.

დღის ამბები