14 აგვისტო 2020,   11:41
ვრცლად
არ ვამბობ, რომ ბატონ მამუკას ჩემი აქტივების წართმევა უნდოდა, უბრალოდ, მისი ბანკი ჩემს საქმეში გამოიყენეს - ვანო ჩხარტიშვილი

ბიზნესმენის ვანო ჩხარტიშვილის განცხადებით, "თიბისი ბანკი" პროკურატურის კრიმინალური ქმედებების გამტარი ინსტიტუცია იყო და არა მარტო თავად მის საქმეში.

ვანო ჩხარტიშვილი "ღამის კურიერის" ეთერში იხსენებს, თუ როგორ მიიყვანეს ადგილზე ბანკი "კონსტანტას" დირექტორი ღამის 12 საათზე, იძულებით ააღებინეს 13 მილიონის ოდენობის კრედიტი და შემდგომ აღნიშნული თანხა მთავრობამ წაიღო, ხოლო ბანკი "თიბისი ბანკმა" შეიძინა.

"დაწყებული საბანკო აქტივების ჩამორთმევა - ერთ-ერთი ისტორიაც, საბანკო ინსტიტუტმა, ამ შემთხვევაში "თიბისი ბანკმა" ჩვენი აქტივები როგორ ჩამოგვართვა. მე კიდევ ერთხელ ხაზი მინდა გავუსვა, რომ "თიბისი ბანკი" ასეთ შემთხვევაში იყო ერთ-ერთი ძალიან სერიოზული ინსტიტუცია პროკურატურის კრიმინალური დანაშაულებრივი ქმედებების გამტარი. მე არ ვამბობ, რომ ბატონ მამუკას უნდოდა ჩემი აქტივების წართმევა, ვერ წამართმევდა ამას ხომ?! ამაზე არ ვაყენებთ ჩვენ საკითხს, უბრალოდ, ბანკი იქნა გამოყენებული ძალიან ბევრ საქმეში სხვათა შორის, არა მარტო ჩემს საქმეში.

სამწუხაროდ, ისეთი ფაქტები არსებობს, რომელიც მაგალითისთვის ვამბობ, რომ პროკურატურაში მაგალითად, ადამიანებს ციხეებში აწერინებდნენ ხელს და აღებინებდნენ კრედიტებს.

მაგალითად ბანკი "კონსტანტა", მისი დირექტორი მიიყვანეს ბანკში ღამის 12 საათზე, მოაწერინეს ხელი, ააღებინეს 13 მილიონი კრედიტი სესხი, ეს ფული წაიღო მთავრობამ და ბანკი შეიძინა "თიბისი ბანკმა". ამის შემდეგ, იმ ბანკს ლიკვიდაცია გაუკეთა და ა.შ.," - იხსენებს ბიზნესმენი ვანო ჩხარტიშვილი "ღამის კურიერის" ეთერში.

დღის ამბები