14 აგვისტო 2020,   13:17
ვრცლად
ხაზარაძემ არ აღიარა მთავარი, რომ ზეწოლით თუ თხოვნით სახელმწიფოსთან გარიგებაში იყო - ვანო ჩხარტივშილი

ჩხარტიშვილი მზადყოფნას გამოთქვამს “ლელოს” ერთ-ერთ ლიდერთან დავით უსუფაშვილთან ითანამშრომლოს და ინფორმაციები მიაწოდოს. ამის შესახებ ვაო ჩხარტიშვილმა "ღამის კურიერის" ეთერში განაცხადა. 

“ბატონ მამუკა ხაზარაძესთან არის ბატონი დავით უსუფაშვილი, რომელიც იურისტია და წესიერი კაცია. მე ვითანამშრომლებ, მივაწვდი ჩემს გარშემო არსებულ ყველა ინფორმაციას. თუ არ იაკდრებს ჩვენთან შეხვედრას, მაშინ ბრიტანელ იურისტებს დავუსვამ და გასცეს პასუხი, რასთან გვაქვს საქმე.

რაც შეეხება ჩემთვის წართმეულ ქონებას, ის შეიძინა ოსიპოვმა, რომელიც მორალურად სწორად მოიქცა და ლონდონში როცა იყო ჩამოსული ჩემთან, მითხრა, რომ მე ეს დამავალესო და სემომტავაზა პარტნიორობა, რაზეც მე უარი ვუთხარი და ვუპასუხე, რომ დააბრუნე ეს ქონება-მეთქი. ვინ დაავალა არ უთქვამს, მაგრამ ჩემი ინფორმაციით ეს მერაბიშვილმა დაავალა.

ამის შემდეგ ჩამოვდივარ თბილისში, ვხვდები მამუკას, მე მას ვუთხარი, რომ ვინც მონაწილეობდა ამ საქმეში, ყველას გადავუხდი ფულს და დავაბრუნოთ ეს ქონება უკან. ბატონმა მამუკამ თქვა, რომ მე ეს ქონება საბაზრო პრინციპებით გავყიდეო. მე ვუთხარი, სასამართლოში ხომ არ წავალთ-მეთქი, უხერხულია, მარტო მე ხომ არ ვარ, ასეთი სიტუაციაა. ანუ, ხაზარაძემ არ აღიარა ყველაზე მთავარი ამბავი, რომ ზეწოლით, თხოვნით, თავისი ნებით სახელმწიფოსთან იყო გარიგებაში და ამით ახდენდა ყველა ამ დეტალის რეგისტრაციას”, – განაცხადა ვანო ჩხარტიშვილმა.

 

დღის ამბები