02 ოქტომბერი 2020,   00:35
ვრცლად
კონგრესის კომიტეტმა დაამტკიცა დოკუმენტი, რომელშიც აშშ-ის მიერ საქართველოსთვის გამოყოფილი დახმარების 15%-ის პირობებია წარმოდგენილი

შეერთებული შტატების კონგრესის წარმომადგენელთა პალატის ასიგნაციების კომიტეტმა დაამტკიცა კანონპროექტი, რომელშიც საქართველოს დაფინანსებაზეცაა საუბარი. კანონპროექტს მხარი 29 კანონმდებელმა, 21-ის წინააღმდეგ დაუჭირა.

დოკუმენტის თანახმად, საქართველო 2021 წელს დახმარების სახით 132 მილიონ ზე მეტ დოლარს მიიღებს, დახმარების 15% კი შესაძლოა იქამდე შეჩერდეს, სანამ შტატების სახელმწიფო მდივანი კომიტეტს არ წარუდგენს ანგარიშს იმის შესახებ, რომ საქართველოს მთავრობა ეფექტურ ნაბიჯებს დგამს დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერების, კორუფციასთან ბრძოლისა და კერძო სექტორში კანონის უზენაესობის, მათ შორის უცხოური ბიზნესის უფლებების დაცვის კუთხით.

დღის ამბები