11 აგვისტო 2020,   22:24
ვრცლად
რადას დეპუტატი სატელეფონო ჩანაწერს ავრცელებს, სადაც ვლადიმერ პუტინი და პეტრო პოროშენკო დონბასის საკითხს "მეგობრულად" განიხილავენ

უკრაინის რადას დეპუტატი, ანდრეი დერკაჩი ავრცელებს სატელეფონო ჩანაწერს, სადაც სავარაუდოდ ვლადიმერ პუტინი და პეტრო პოროშენკო დონბასის საკითხს მეგობრულად განიხილავენ.

"2015 წელს ლიდერები მშვიდობიანად განიხილავდნენ დონბასის რეგულაციებს და ბოლოს ერთმანეთს თბილად დაემშვიდობნენ," – წერს უკრაინული სააგენტო "უნიანი".

მათივე ცნობით, გავრცელებული სატელეფონო ზარი 2015 წლის 30 აპრილს, დებალცევოს ტრაგედიიდან ორი თვის თავზე განხორციელდა.

ჩანაწერში, რომლის ავთენტურობაც ჯერ არ დადასტურებულა, ისმის, თუ როგორ განიხილავენ ქვეყნების ლიდერები მინსკის პროცესს და ერთმანეთთან ხუმრობენ. დიალოგის ბოლოს, პოროშენკო და პუტინი ერთმანეთს თბილად ემშვიდობებიან.

როგორც "უნიანი" წერს, გავრცელებულ ჩანაწერში არსებული ტონი მკვეთრად განსხვავდება იმ დამოკიდებულებისგან, რომელსაც პოროშენკო რუსეთის პრეზიდენტის მიმართ სახალხოდ გამოხატავდა.

დღის ამბები