09 აგვისტო 2020,   13:02
ვრცლად
შალვა ნათელაშვილი საზღვრის გახსნასთან დაკავშირებით დაწესებულ რეგულაციებს აპროტესტებს

შალვა ნათელაშვილი საზღვრის გახსნასთან დაკავშირებით დაწესებულ რეგულაციებს აპროტესტებს.

"ლეიბორისტული პარტიის" ლიდერი ამბობს, რომ გაუგებარია რატომ უნდა გაიარონ საქართველოს მოქალაქეებმა 2 კვირიანი კარანტინი. ნათელაშვილი საზრღვრების გახსნასა და საკარანტინე ზონების გაუქმებას ითხოვს. "ლეობორისტული პარტიის" ლიდერმა განცხადება თანამოაზრეებთან ერთად თბილისის საერთაშორისო აეროპორტთან გააკეთა.

"საქართველოში შემოსული მოქალაქე აეროპორტიდან კვლავ უნდა იყოს 14 დღიან კარანტინში, ხოლო უცხოელი შემოდის თავისუფლად. ასეთი დისკრიმინაციული, სეგრეგაციული წესები არ დაუდგენია სამხრეთ აფრიკის აპარტეიდულ რეჟიმსაც კი.

მე მოვუწოდებ, ამ დროებით მთავრობას, სასწრაფოდ გააუქმეთ ეს დანაშაულებრივი ნორმა. მიეცით საშუალება ხალხს, სადაც გახსნილია იმ ქვეყნებში გადაადგილდნენ, გავიდნენ და შემოვიდნენ თავისუფლად," - განაცხადა შალვა ნათელაშვილმა.

დღის ამბები