15 აგვისტო 2020,   14:45
ვრცლად
ჩინეთში კაცობრიობის ისტორიაში ყველაზე მომაკვდინებელი ინფექცია "შავი ჭირი" - იგივე შავი სიკვდილი გამოჩნდა

ცხელება, სუნთქვის გართულებული ფორმები და პნევმონია, მარტო COVID-19-ისთვის დამახასიათებელი სიმპტომი არ არის. ასეთი გამოვლინება შეძლება ჰქონდეს "შავ ჭირსაც", რომელმაც კორონავირუსის პარალელურად, ჩინეთში იჩინა თავი. ინფიცირებულია 2 ადამიანი. პაციენტს ბაქტერია მღრღნელისგან გადადო. ქვე­ყა­ნა­ში გა­აძ­ლი­ე­რეს უსაფრთხოების ზო­მე­ბი და მე­სა­მე დო­ნის გან­გა­ში გა­მო­ა­ცხა­დეს. სპეციალისტები ამბობენ, რომ ქვეყანა კორონავირუსის შემდეგ, ახალი გამოწვევის წინაშე დადგა

"შავი ჭირი" კაცობრიობის ისტორიაში ყველაზე მომაკვდინებელ ინფექციად ითვლება. იგი ბაქტერიით განპირობებული დაავადებაა, რომელიც ადამიანებს ინფიცირებული ცხოველებისგან გადაეცემათ.

სპეციალისტების ამბობენ, რომ ბაქტერია ადამიანიდან ადამიანზე მარტივად არ გადადის და სამედიცინო მსოფლიომ უკვე იცის დაავადების წინააღმდე ბრძოლის იარაღი. "შავი ჭირის" შემთხვევაში COVID-19-ისგან განსხვავებით მკურნალობის პროტოკოლი არსებობს და მასზე ანტიბიოტიკებიც მოქმედებს, მაგრამ თუ ადამიანს COVID-თან ერთად შავი ჭირი დაემართება, ჯანმრთელობის მდგომარეობა შესაძლოა სიცოცხლისთვის შეუთავსებელი იყოს.

შავი ჭირის ენდემური ორი კერა სა­ქარ­თვე­ლო­ში დღემ­დე არ­სე­ბობს. ერთ-ერთი უფრო აქტიურია, მე­ო­რე კი - ნაკლებად. "შავი ჭირის" შემთხვევა, საქართველოში ბო­ლოსდა­ახ­ლო­ე­ბით 1922 წელს, მე­ო­ცე სა­უ­კუ­ნის და­სა­წყის­ში და­ფიქ­სირ­დაეპიდემიოლოგების ინფორმაციით, ად­გი­ლობ­რი­ვი მო­სახ­ლე­ო­ბა ამის შე­სა­ხებ ინ­ფორმირებულია და შე­სა­ბა­მი­სი სა­ხელ­მწი­ფო სამ­სა­ხუ­რე­ბის მიერ ად­გილ­ზე ვი­თა­რე­ბა მუდ­მი­ვად კონ­ტროლ­დე­ბა.

COVID-19-ის პარალელურად, დამატებით, სხვადახვა ვირუსის თუ ბაქტერიების გააქტიურება დამატებით შიშს იწვევს საზოგადოებაში. პანდემიით შეშინებული სახელმწიფოები განსაკუთრებულ ყურადღებას იჩენენ. საქართველოც დამატებით რეკომენდაციებს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციისგან ელოდება.

"შავი ჭი­რის" ენ­დე­მუ­რი კე­რე­ბი არ­სე­ბობს ამე­რი­კა­ში, სომ­ხეთ­ში, რუ­სე­თის ფე­დე­რა­ცი­ა­ში, თურ­ქეთ­შისა­ბერ­ძნეთ­ში და თით­ქმის ყვე­ლა ქვე­ყა­ნა­ში. მე-14 საუკუნეში შავმა ჭირმა 25 მილიონ ადამიანზე მეტი იმსხვერპლა. ინფექციისგან ყოველწლიურად 2000-მდე ადამიანი კვდება. გა­სულ წელს "შავი ჭირი" მონ­ღო­ლეთ­ში და­ფიქ­სირ­და და მის­გან ორი ადა­მი­ა­ნი გარ­და­იც­ვა­ლა.

დღის ამბები