09 აგვისტო 2020,   12:06
ვრცლად
შემაშფოთებელი გზანილი თუ ლობისტური ინტერესი - საქართველოსთან დაკავშირებით რესპუბლიკელი კონგრესმენის სტატიას თბილისში აფასებენ

რუსული გავლენები საქართველოში, ბიძინა ივანიშვილი, როგორც პუტინის მოკავშირე და 8 მარტის შეთანხმება - ეს იმ საკითხების ძირითადი ჩამონათვალია, რომლებიც რესპუბლიკელი კონგრესმენის მარკვეინ მალინის სტატიაში მოხვდა. "შეერთებული შტატები უნდა დადგეს საქართველოს გვერდით მისი თავისუფლებისთვის ბრძოლაში" - ასე დაასათაურა კონგრესმენმა პუბლიკაცია.

კონგრესმენის საავტორო სტატიაში 8 მარტის შეთანხმებაზეცაა საუბარი. მალინი საარჩევნო რეფორმისა და მართლმსაჯულების სისტემაში პოლიტიკური ჩარევის დაუშვებლობის, მათ შორის პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლების შესახებ მიღწეული შეთანხმების აღსრულებას კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს. რასაც მთავრობაში არ ეთანხმებიან და კონგრესმენს ბოლო დროს საერთაშორისო პარტნიორების შეფასებებს ახსენებენ.

კრიტიკული და მნიშვნელოვანი გზავნილი ასე აფასებენ საპარლამენტო ოპოზიციაში რესპუბლიკელი კონგრესმენის სტატიას. ხელისუფლების ოპონენტები ფიქრობენ, რომ თუ ქვეყანაში პოლიტიკური ვითარება არ შეიცვალა, როგორც პირადად ივანიშვილის ასევე მისი გუნდის გავლენიანი წევრების სანქცირება მოხდება.

რესპუბლიკელი კონგრესმენის სტატიას "ქართულ ოცნებაში" ვაშინგტონის ოფიციალურ პოზიციასთან აცდენილს უწოდებენ .

ამერიკელი კონგრესმენების ნაწილის მხრიდან ხელისუფლების მისამართით კრიტიკულ შეფასებებს დამოუკიდებელი დეპუტატების ნაწილი ლობისტურ ინტერესებს უკავშირებს, ნაწილი კი შემაშფოთებელს უწოდებს.

დამოუკიდებელი დეპუტატების ნაწილის მსგავსად "ფრონტერას" ინტერესებს ხედავენ მალინის სტატიაში "ქართული ოცნების" ლიდერებიც.

მრკვეინ მალინის ეს პირველი კრიტიკული პუბლიკაცია არ არის, რომელიც მან საქართველოს ხელისუფლების მიმართ გამოაქვეყნა. მიმდინარე წლის დასაწყისში გამოქვეყნებულ წერილში ის გიორგი გახარიას სწორედ "ფრონტერას" შესახებ სწერდა. ინტერნეტში იძებნება მასალა, რომელის მიხედვითაც რესპუბლიკელი კონგრესმენის ერთ-ერთი დამფინანსებელი სწორედ კომპანია "ფრონტერაა".

დღის ამბები