05 აგვისტო 2020,   18:25
ვრცლად
"სუბიექტური, პოლიტიკურად მოტივირებული და ბიზნეს ინტერესებით ნაკარნახევი" - მთავრობის წევრები კონგრესმენი მაკვეინ მალინის კრიტიკულ წერილზე 

ამერიკის რესპუბლიკელი კონგრესმენის მაკვეინ მალინის წერილს საქართველოს მთავრობის წევრები გამოეხმაურნენ. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით, კონგრესმენის სტატია შესაძლოა ლობისტური ორგანიზაციების საქმიანობით იყოს გამოწვეული. დავით ზალკალიანის თქმით, საერთაშორისო თანამეგობრობიდან საქართველოს ხელისუფლებას მაღალი შეფასება აქვს, კონკრეტულად მალინი კი ის გამონაკლისი შემთხვევაა, რომელსაც გარკვეული პოლიტიკური სიმპათიები ამოძრავებს. 

"საერთაშორისო თანამეგობრობა კარგად ხედავს, აფასებს როგორ სრულდება 8 მარტის შეთანხმება. ძალიან კარგად დავინახეთ, ჩვენც და საერთშორისო თანამეგობრობამაც, რომ "ქართული ოცნების" პოლიტიკური გუნდი ერთგულია ამ გადაწყვეტილების, და ეს გამოიხატა კიდეც კენჭისყრებში.

მალინი და კიდევ ერთი-ორი გამონაკლისი შეიძლება იყოს, მათ აქვთ თავიანთი სუბიექტური მოსაზრებები, გარკვეული პოლიტიკური სიმპათიებიც, რომელიც შესაძლოა ლობისტური ორგანიზაციის საქმიანობიდან იყოს გამოწვეული, მაგრამ ჩვენთვის მთავარია, რომ ჩვენ გვაქვს საერთაშორისო თანამეგობრობის უპრეცენდენტო შეფასება,"- განაცხადა საგარეო საქმეთ მინისტრმა დავით ზალკალიანმა.

"როდესაც სრულიად საერთაშორისო თანამეგობრობა გვილოცავს ჩვენს გუნდს კონსტიტუციურ ცვლილებებს, 8 მარტის შეთანხმების ზედმიწევნით შესრულებას, კონგრესმენის ეს განცხადება არის კონტექსტიდან ამოვარდნილი. ეს ალბათ არის გარკვეული პოლიტიკური თუ ბიზნეს ინტერესებით ნაკარნახევი,"- აცხადებს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა.

შეგახსენებთ, ამერიკელმა რესპუბლიკელმა კონგრესმენმა მაკვეინ მალინმა, საავტორო წერილში ბიძინა ივანიშვილი კიდევ ერთხელ გააკრიტიკა და მას პუტინის მოკავშირე უწოდა. 

დღის ამბები