05 აგვისტო 2020,   18:21
ვრცლად
ქვეყანაში, სადაც პოლიტპატიმრებს მოიაზრებენ, მასთან თანამშრომლობის გაღრმავება არცერთ ნორმალურ სახელწიფოს არ მოუნდება - ბადრი ჯაფარიძე

პარტიის "ლელო საქართველოსთვის" გენერალური მდივანი ბადრი ჯაფარიძე აცხადებს, რომ 8 მარტის შეთანხმების სრულად არ შესრულება ქვეყნის იმიჯს აზიანებს. ლელოს ერთ-ერთი ლიდერის თქმით, მნიშვნელოვანია შეთანხმება სრულად შესრულდეს.

"მე მგონია, რომ ისევ ამ ხელისუფლების ინტერესშია, რომ სრულად შესრულდეს 8 მარტის შეთანხმება. სხვა შემთხვევაში კვლავ ამ საკითხის ღიად დატოვება მე ვფიქრობ, რომ ძალიან აზიანებს პირველ რიგში ამ ხელისუფლებას და ქვეყანასაც, იმიტომ, რომ ქვეყანა, სადაც მოიაზრებენ პოლიტიკურ პატიმრებს იმ ქვეყანასთან თანამშრომლობის გაღრმავება არცერთ ნორმალურ სახელწიფოს არ მოუნდება," - განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ.

"ახალი პოლიტიკური ცენტრი - გირჩის" თავმჯდომარის იაგო ხვიჩიას თქმით, იმისთვის, რომ საარჩევნო ტემპერატურის ნორმალიზებისთვის აუცილებელია, რომ 8 მარტის შეთანხმება სრულად შესრულდეს.

18-მა ოპოზიციურმა პოლიტიკურმა პარტიამ დღეს ერთობლივი განცხადება გაავრცელა. "8 მარტის შეთანხმება სრულად უნდა შესრულდეს და მართლმსაჯულების პოლიტიკური მიზნებით გამოყენება უნდა შეწყდეს," - ნათქვამია მათ მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

პოლიტიკური ძალები მიიჩნევენ, რომ საკონსტიტუციო ცვლილება საერთაშორისო მეგობრების დახმარებითა და ქართველი ხალხის მტკიცე ნებით მიღწეული შედეგია, გიორგი რურუას გათავისუფლება კი პრინციპულ საკითხად რჩება.

დღის ამბები